ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
„ხელისუფლების პასუხი გარე მოვაჭრეებს – ონლაინ ივაჭრეთო.. ყვავილების გამყიდვლები (მარტო რომ სხედან მთელი დღე პატარა ჯიხურში), მწვანილის და ბანანის გამყიდვლებმა, პურის და შაქრის ფულს ვინც გამოიმუშავებს – ვიღაც ახალი ადიუტანტის თქმით, ონლაინ გვერდები უნდა შექმნან და გადარჩნენ.. ბოროტებაა ეს.. სიძულვილი საკუთარი ხალხის მიმართ“
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებსაც, რის შედეგად, უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა გზა გადაკეტეს და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.
კომენტარები