ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშილის განცხადებით კლინიკაში ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„კლინიკაში ამჟამად 78 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსი 66 დადასტურებული აქვს, გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული, ახალი დადასტურებული დიაგნოზი არ გვაქვს“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები