ბოჭორიშვილის სახელობი კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, გუშინ მათი კლინიკიდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, იგი 18 წლამდე ასაკის მოზარდია.
„გამოჯანმრთელებული პაციენტი 18 წლამდე ასაკის მოზარდია, კლინიკაში ამჟამად 18-წლამდე ასაკის 10 პაციენტი რჩება, 3 არის ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფიდან, ერთი პაციენტი მძიმე, 11 საყურადღებო“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასრუებული. 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 153 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549.
კომენტარები