ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში 5 წლის პაციენტი, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი, გუშინ შეიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორც მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, კლინიკაში 4 პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო.
მისივე თქმით, სულ 22 ინფიცირებული მკურნალობს. ბოქსირებულ განყოფილებაში კი 50 ადამიანი იმყოფება.მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბავშვი მარნეულის კლასტერიდან არის და მისი ოჯახის წევრები არიან ინფიცირებულები.
„როგორც წესი, ბავშვები სუბიექტურად თავს კარგად გრძნობენ“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.
კარანტინის რეჟიმში – 5223 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584, – ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
კომენტარები