მწერალი, ლუკა ბაქანიძე, გვერდზე Lukrecio Bakanidze წერს:
“- დანაკის კუდი მინდა, – გამყიდველს ვეუბნები.
– ეგ რაღაა ? – მეკითხება.
– ფინიკია ქალბატონო.
– გეთქვა ეგრე მერე.
– დღეს ქართული ენის დღეა და ასე აღვნიშნავ, – ვუხსნი.
– ა ოკ. კიდევ რამე გნებავთ ?
– კი. საურწყო საითაა ?
– რაი ?
– ანუ რძის ნაწარმი სად ალაგია-თქო.
– აი, იქითაა რძის პროდუქტები.
– მადლობა.
– პარკი გნებავთ ?
– არ მინდა, ვერა ხედავ, ვაშკარანით ვარ.
– რითი ხარ ?
– ჩანთით ვარ-თქო.
გამოვდივარ და ვიღაც ბოვში მაჩერებს:
– აბა ძია თუ გამოიცნობ, ყინვაშაქარი რომელ მჯიღში მაქვს ?
ვა მეთქი საღოლ. ეგეც ქართული ენის დღეს აღნიშნავდა ჩემიკაი.”
კომენტარები