ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 1 039 პაციენტი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 24 512-ს მიაღწია. ამის შესახებ France 24 წერს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში საჭირო რაოდენობის ტესტი არ ტარდება და ინფიცირებულთა რიცხვი ბევრად მეტია.
ბრაზილია ინფიცირებულების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. იგი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩვება.
ბრაზილიაში ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 391 222 შემთხვევაა დადასტურებული.
კომენტარები