ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე:
🇬🇪რაც დრო გადის მით მეტად აქტუალურია ეს შეკითხვა:
⭕️რატომ ვაკლდებით ერთმანეთს მაშინ, როცა ყველაზე მეტად ერთად ყოფნა გვჭირდება?
⭕️კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ერთად დავდგეთ?!
პასუხი მარტივია- ეს არის იმედგაცრუება, როდესაც ძალიან ინტენსიური ბრაზის შედეგად საწადელს ვერ მიაღწიე❗️
ბრაზი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ინტენსიური ემოციაა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტივიზმში. ის მოქმედებს როგორც მყისიერი კატალიზატორი:
➡️ აჩენს რეაქციას და გადაყავს რეაქცია ქმედებაში.
დეკემბერში ჩვენ ბრაზის პიკს მივაღწიეთ.
მაგრამ ბრაზი, როგორც ენერგია, ერთ რამეს ვერ აკეთებს:⭕️ მას არ შეუძლია საკუთარი თავი შეინარჩუნოს დროში.
⭕️ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ვერ ახერხებს იყოს მოტივატორი.
⭕️ ნებისმიერი ბრაზი დროებითია.
⭕️ ეს არის იმპულსი, და არა რესურსი.
⭕️ ეს არის აფეთქება, და არა ძრავი.
რატომ არ მუშაობს ბრაზი, როგორც გრძელვადიანი პროტესტის ენერგია❓
ბრაზი ფიზიოლოგიურად გვფიტავს:
➡️ ეს არის სტრესი, რომელსაც თან სდევს ადრენალინი, დაძაბულობა, კუნთოვანი სპაზმი, უძილობა.
➡️ თუ ბრაზს შედეგი არ მოჰყვა, ორგანიზმი გადადის თავდაცვის რეჟიმზე, რომ თავი გადაირჩინოს და იწყებს ბრაზის განდევნას.
➡️ ბრაზი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვა გადადის შეგუება/მორჩილებაში.
➡️ როდესაც ადამიანი რამდენჯერმე გამოხატავს აღშფოთებას, და ამაზე პასუხად ან იგნორირებაა, ან დაცინვა, ან ძალადობა —
ჩნდება მექანიზმი, რომელსაც ფსიქოლოგიაში ეწოდება “მოქმედების იმპულსის ჩახშობა”.ეს ნიშნავს: „უაზრობაა ჩემი ბრაზი – აღარ ვრეაგირებ.“
შედეგად ➡️ რაც უფრო მეტია საშინელება,
უფრო მეტად ვეგუებით.ამ დროს ღირებულებები არ იცვლება –
უბრალოდ ტკივილის ზღვარი იზრდება.შესაბამისად, შეკითხვაზე:
„რა უნდა მოხდეს კიდევ რომ გაბრაზდეთ და გამოხვიდეთ❓❗️”
ჩემი პასუხია:
⭕️ ბრაზმა თავის თავი ამოწურა❗️
⭕️ მას ვეღარ დაეკისრება საპროტესტო მუხტის წამოწევის როლი.
ახლა გვჭირდება – იმედი!
➡️იმედი, რომ მოქმედებას აზრი აქვს.
➡️იმედი, რომელიც ქმნის სისტემურ, თანმიმდევრულ რეაქციას:„წინ ვივლი, არ დავთმობ და რა კარგია, რომ არ დავთმე!“
ამისთვის საჭიროა ფოკუსი:
1️⃣ პატარა გამარჯვებებზე, რომლებიც გაგვახსენებს: „ჩვენ შევძელით“.
აქ არაა საუბარი პოლიტიკური მასშტაბის გარდატეხაზე –
ეს შეიძლება იყოს ერთი:→ ერთი ადამიანი, რომელიც გამოუშვეს
→ ერთი სივრცე რომელუც არ დაიხურა
→ ერთი სასამართლო, რომელიც სამართლიანად დასრულდა.
2️⃣ სიმბოლურ აქტებზე, რომლებსაც ემოციური ძალა აქვს:
–ბრაზი იკვებება ფაქტებით
– იმედი იბადება სიმბოლოებით.3️⃣ ახალი ემოციური ენის შემუშავებაზე (რაზეც წესით ოპო სპექტრი უნდა მუშაობდეს)
– ბრაზის ენა ემყარება დაპირისპირებას.
– იმედის ენა – სოლიდარობას.მოკლედ, ბრძოლას სჭირდება ახალი ხმა, იმედიანი!
იქნებ ვიფიქროთ ამ მიმართულები.
კომენტარები