თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
გილოცავთ 2024! მიუხედავად ბევრი სიძნელისა, კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებისა და შოვის უმძიმესი ტრაგედიისა, მაინც მადლობელი ვარ 2023 წლის!მე ექიმებმა გამათავისუფლეს და ქვეყანამ რუსეთისგან თავის დახსნის საბოლოო ბრძოლის პირველი ფურცელი დახურა!ბრძოლა მხოლოდ ეხლა იწყება!წინ უფრო მეტი დაბრკოლება იქნება, უფრო ციცაბო გზებით სავალი და უფრო საშიში უფსკრულების წინაშე აღმოვჩნდებით, მაგრამ ქვეყნის წარმატებას ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს!გამარჯვებამდე საქართველო!!!ბედნიერი 2024!!!PS ესეც ჩემი 2023-ის ბოლო ფურცელი. ახალ წელს გილოცავთ ქალაქიდან, სადაც ჩვენი ისტორია დაიწყო 30 წლის წინ!
კომენტარები