ალბათ ყველას გახსოვთ ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოვება, სადაც 56 წლის მსახიობმა ბრედ პიტმა ყოფილ მეუღლესთან 50 წლის ჯენიფერ ენისტონთან ურთიერთობაზე კომენტარი გააკეთა. ამჯერად, გასულ ღამეს ლოს ანჯელესში გამართულ SAG Awards-ზე ვარსკვლავები ერთმანეთს კულისებში შეხვდნენ, წყვილის კადრები უცხოურმა გამოცელებმა და ტაბლოიდებმა მალევე გაავრცელეს. როგორც იცით, ჯენიფერისა და ბრედის ურთიერთობის აღდგენაზე ხმები მას შემდეგ დადის, რაც შობის დღესასწაულზე ჯენიფერ ენისტონმა წვეულება გამართა, სადაც მეგობრებთან ერთად მისი ყოფილი მეუღლეც დაპატიჟა, მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენიფერი და ბრედი ბოლო პერიოდში დროს ერთად ხშირად ატარებდნენდნენ და მათი ურთიერთობის აღდგენის შანსი ძალიან დიდი იყო.
#ok!
კომენტარები