ყოფილი დიპლომატი, მამუკა გამყრელიძე:
„სოცქსელებში ჟღერდება პროპაგანდისტული მესიჯები, რომ უნდა ვიმეგობროთ რუსებთან. თითქოს მხოლოდ მათ შეუძლიათ დაგვიბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები.
მესმის, რომ ამას გადახდილი პროპაგანდისტები აჟღერებენ, მაგრამ არის ხალხი, ვინც ამას კითხულობს, იჯერებს და შემდეგ ტირაჟირებას უკეთებს. მე მაინტერესებს ამ ხალხის გონებრივი მომაცემები. მართლა ასეთი გულუბრყვილოები არიან თუ ასე გონებაჩლუნგებად დაიბადნენ ?
ვის და როდის დაუბრუნა რუსეთმა ტერიტორიები საკუთარი კეთილი ნებით ??? რუსეთი შეიძლება აიძულო ეს გააკეთოს, მაგრამ ნებით ? ეს არასდროს მომხდარა. წართმევით კი, იცოცხლე, ბევრი აქვს სხვისთვის წართმეული.
რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ერთადერთი, რასაც მისგან მომავალში შეიძლება ველოდოთ არის ამ კვაზისახელმწიფოების ანექსირება და რუსეთის ტერიტორიად გამოცხადება.
ბრიყვებო ! ნუ მოგყავთ ყარაბაღის დაბრუნება იდიოტურ მაგალითად ! ეს დაბრუნება ნებით არ მომხდარა. აზერბაიჯანმა ეს სამხედრო ძალით გააკეთა. იმ ძალით, რომლის მსგავსიც კი არ აქვს საქართველოს, ხოლო თურქეთის მხარდაჭერამ რუსეთი აიძულა ჩუმად მჯდარიყო.“
კომენტარები