ფოტო – aljazeera.com
69 წლის, ბრიტანელი დეპუტატი დევიდ ამესი, ამომრჩეველთან შეხვედრისას მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. კანონმდებელი მიყენებული ჭრილობების შედეგად თავდასხნიდან 2 საათში ადგილზე დაიღუპა. იგი თავდასხმის მომენტში ეკლესიაში იყო და ამომრჩეველს ხვდებოდა.
პოლიციამ 25 წლის მამაკაცი უკვე დააკავა და დანაშაულის ადგილიდან დანა ამოიღო. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც მედიას ჯონ ლები უყვება, ამესი რამდენჯერმე დაჭრეს, მისი მდგომარეობა იყო სერიოზული, თუმცა ის, 2 საათის განმავლობაში არ გადაიყვანეს კლინიკაში.
ამესი ყოველი თვის პირველ და ბოლო პარასკევს ამომრჩეველს ტრადიციულად ხვდებოდა.
ამესი დაქორწინებული იყო და ჰყავდა 5 შვილი.
ამესი პარლამენტის წევრი 1997 წლიდან იყო. ის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიულ პარტიას წარმოადგენდა
პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა შეხვედრები შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა.
კომენტარები