ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლიზ თრასი გახდა.
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ქვეყნის პრემიერმინისტრი ლიზ თრასი გახდა. საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა პარტიის წევრთა 82.6%-მა მიიღო.
Opinium Research-ის მიერ აგვისტოში ჩატარებულმა შიდაპარტიულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ლიზ თრასის მხარდაჭერის სამი მთავარი მიზეზი სუნაკის მიმართ ცუდი განწყობა, მისი სანდოობა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ ერთგულება იყო. სუნაკი ერთ-ერთი იყო იმ მინისტრთაგან, რომელთა გადადგომის შედეგადაც ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა.
საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან 81 326-მა დაუჭირა მხარი. მისმა მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა კი 60 399 ხმა მიიღო.

კომენტარები