დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანეთის მთავრობის მიერ 16 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნა “დიდი შვიდეულის” ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე.
ხუთი ქვეყანა შეთანხმდა, რომ გამოიყენონ შესაბამისი რესურსები და შესაძლებლობები თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორში, რათა შეარყიონ რუსეთის კონტროლი მიწოდების ჯაჭვებზე.
დაგეგმილია შეთანხმების გამოყენება, როგორც საფუძველი რუსეთის ფედერაციის ბირთვული საწვავის ბაზრიდან რაც შეიძლება მალე განდევნის მიზნით. ასეთი ნაბიჯის მიზანი პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსების კიდევ ერთი წყაროს შეწყვეტაა.
“დიდი ბრიტანეთი იმყოფებოდა გლობალური ძალისხმევის ცენტრში უკრაინის მხარდასაჭერად, პუტინის დასამარცხებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერც მან და ვერც მისნაირებმა ვერ იფიქრონ, რომ მსოფლიოს თავისი ენერგეტიკული რესურსების ტყვეობაში მოქცევა შეუძლიათ”, – თქვა ბრიტანეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების მინისტრმა გრანტ შაპსმა.
შეგახსენებთ, უკრაინა ითხოვს ევროკავშირმა სანქციები დააწესოს რუსული ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ.
კომენტარები