ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ბრიტანეთი ევროკავშირს 2020 წლის 31 იანვარს დატოვებს. BBC ცნობით, დოკუმენტი ხელმოსაწერად დედოფალ ელზაბეტ მეორეს გადეგზავნა.
ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა 2019 წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა პარლამენტი და მთავრობა ევროკავშირიდან გამოსვლის პირობებზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდა.
2019 წლის დეკემბერში პრემიერ ბორის ჯონსონის კონსერვატორულმა პარტიამ , რომელიც მხარს უჭერდა სწრაფ Brexit-ს, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
2020 წლის 9 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონპროექტი დაამტკიცა, შემდეგ კი დოკუმენტი განსახილველად ზედა, ლორდთა პალატაში გადაიგზავნა.
ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ქვეყნის ეკონომიკას $173,8 მილიარდი უკვე დაუჯდა.
კომენტარები