დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა.
სანქციების ახალი პაკეტი ოქროს, ცემენტის, ხე-ტყისა და რეზინის იმპორტს კრძალავს. ასევე მთავრობას საშუალება ეძლევა შეზღუდვები უფრო ფართო სპექტრზე გაავრცელოს, როგორიცაა თანაშემწეები, მრჩევლები, მინისტრები. ასევე, მთავრობას შეეძლება დააწესოს შეზღუდვები, რათა ბელარუსული მედია ორგანიზაციების პროპაგანდის გავრცელება არ მოხდეს დიდ ბრიტანეთში, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით.
“ლუკაშენკო და მისი რეჟიმი აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის ომს და უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე დარჩება მანამ, სანამ საჭირო იქნება და დიდი ბრიტანეთი არ დააყოვნებს შემდგომი ზომების შემოღებას მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს პუტინის ომს”, – თქვა ჯეიმს ქლევერლიმ.
კომენტარები