დიდ ბრიტანეთში კიდევ ორი მინისტრი გადადგა – დიდი ბრიტანეთის ხაზინის მინისტრი, ჯონ გლენი, იუსტიციის მინისტრი, ვიქტორია ატკინსი და სასოფლო ინოვაციისა და კლიმატის ადაპტაციის მინისტრი, ჯო ჩერჩილი.
ჯონ გლენის თქმით, “ქვეყანა უკეთესს იმსახურებს”.
“ჩვენ უკეთესები შეგვიძლია და უნდა ვიყოთ”. – წერია ვიქტორია ატკინსის განცხადებაში.
როგორც ატკინსი წერს, ბორის ჯონსონის გამო შეირყა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები.
“ღირებულებები, როგორიცაა პატიოსნება, წესიერება, პატივისცემა და პროფესიონალიზმი ყველას უნდა გვაღელვებდეს. თქვენს მმართველობაში ამ ღირებულებების შერყევას მზარდი შეშფოთებით ვუყურებდი პატერსონის, ფართიგეითისა და პინჩერის შემთხვევების ჩათვლით”. – წერს ატკინსი.
ჯო ჩერჩილის თქმით, “პარტია და ქვეყანა უკეთესს იმსახურებენ”.
თანამდებობები დატოვა შედარებით დაბალი თანამდებობის რამდენიმე სხვა პარლამენტარმაც, ზოგმა კი ჯონსონს უნდობლობა გამოუცხადა. ამ დრომდე მაღალი რანგის მინისტრებიდან გადადგა მხოლოდ ორი.
წყარო – ტაბულა
კომენტარები