დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
“ზოგადად, პანდემიის მართვის მეორე წელს, ვითარების მართვისთვის მკაცრი ლოკდაუნები, ისეთი, როგორც შარშან გვქონდა გაზაფხულზე, აღარ განიხილება. მას შემდეგ, რაც შემოვიდა აცრა, განიხილება ეგრეთ წოდებული ბალანსირებული მიდგომა.
დღეს ბრიტანეთში, თურქეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში იზრდება შემთხვევათა რაოდენობა, მაგრამ ქვეყნები არ ჩაუკეტავთ. იქ ერთის მხრივ აცრების ინტენსიფიცირება ხდება, ამ ქვეყნების უმეტესობა გაიყინა ვაქცინაციის 50%-ზე და ძალიან ცოტა ასცდა ამ მაჩვენებელს, თუმცა ამ პროცენტულმა რაოდენობამ, ქვეყნებს სერიოზული შედეგი მისცა, შემთხვევები ეზრდებათ, მაგრამ სიკვდილიანობა თითქმის აღარ გაქვს. ეს არის გზა, ეს არის ორიენტირი და არა მკაცრი ლოკდაუნი, განსაკუთრებით მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ოქროს შუალედი იყოს კარგად დაცული”
კომენტარები