აშშ-ში მცხოვრები მსახიობი იუნა შაფათავა ხელისუფლებას მიმართავს:
,,გრცხვენოდეთ.
თუ ონკოლოგიაში ასეთი ‘ბედნიერი’
სიტუაციაა, რატომ გადმოდიან ქართველი ექიმების დაჩეხილი ონკო
პაციენტები საზღვარზე ფეხით?
რატომ
არ ისმის სწორი დიაგნოზი დროულად, რომ
განაჩენი არ გამოუტანოთ გაწამებულ ბავშვებს და სასოწარკვეთილ მშობლებს??
როგორ აპირებთ ვიღაცისთვის სიცოცხლის იმედის მიცემას და ვიღაცის-გადაგდებას?
ფაქტებს გაუსწორეთ თვალი!
ყველა დარგში ჩინოვნიკების ხელფასი რომ უფრო მეტია, ვიდრე ხალხის დახმარების ფული!!
სიმსივნე დიდი ხანია, განაჩენი აღარ არის დროული და სწორი დიაგნოსტიკით და მკურნალობით.
გრცხვენოდეთ, რომ მუდმივი და მიმდინარე პროგრამა არ არის სიმსივნის დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე.
უტე, მოკვდეს ჰქვია თქვენს
‘დახმარებას’.
ჩამოდით პრივილეგიებიდან და მიწაზე დაეშვით. ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც რომ
ჩაგეხედათ დაგვიანებული დიაგნოსტიკის დქ მკურნალობის პაციენტისთვის თვალებში, ასეთი უჯიგრო უსულო
არარაობები არ იქნებოდით.
მაგრამ ხართ!!!
შვეიცარიის დონეზე ცხოვრობთ სახლში, ‘უკვდავები’ ხართ ეს კპსს-ი!!! ერთხელ მაინც დაინტერესდით, რა იმედამოწურულია ხალხი და გაედინება სამშობლოდან, რადგან ბრმები ხართ, ‘ოლიმპზე’ ხართ და თავი უკვდავი და დაცული გგონიათ ყველაფრისგან. ეს ხვალ შეიძლება თქვენ დაგემართოთ, ‘უკვდავი ცეკას’
წარმომადგენლებო. ჩახედეთ იმ
ბავშვებს თვალებში. აბა, ვის ‘ეხმარებით’ და ვის იმეტებთ? ვინ ადგენს დიაგნოზის ფატალიზმს???
მკურნალობა არ უნდა იყოს არჩევითი და პრივილეგია.
გრცხვენოდეთ!!!”
კომენტარები