გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 10 მაისს, უქმე დღეს, იურიდიულ კომიტეტზე ,,რუსული კანონი” უნდა განიხილონ, კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება:
,,პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან ????
ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.
გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.
ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.
ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!”
კომენტარები