მომღერალი ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სავარაუდოდ, უკრაინისთვის გადაცემის საკითხების პრეზიდენტთან განიხილვაა.
“მოხარულები ვართ, რომ ბუბა კიკაბიძემ გამოიჩინა სურვილი და უკრაინაში ჩამოვიდა, მისი მიზანია აქ შესაბამის პირებთან ერთად განიხილოს კრიტიკული სიტუაციამ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებენ, სწორედ ამიტომ ბუბა კიკაბიძე შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ყველაფერს დეტალურად მოუყვება. ჩვენ გვჭირდება და მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტი ჩარევის, რადგან ახლა პოლიტიკური ჩარევისა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე ქართული მხარე არაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს”, – ამბობს ბარაბაშა ფორმულასთან საუბარში.
კომენტარები