თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “ე.წ. ექსპერტებს და ცალკეულ მედიასაშუალებებს” პასუხობს. უწყების ცნობით, უკრაინიდან “ბუკ”–ის სისტემის მიღება საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა და დეტალებს ვერ დააკონკრეტებს, თუმცა, წერს, რომ “ბუკ”–ში მრავალი მილიონი გადაიხადა მთავრობამ.
თავდაცვის სამინისტრო:
მრავალმილიონიანი შესყიდვით “ბუკ”- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ
2007 წელს მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის
გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას.
ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა თავდაცვის უწყებამ 2017 წელს, აშშ-სგან ანტისატანკო სისტემების “ჯაველინი”– ს შესყიდვის მიზნით.
უწყება დასძენს, რომ უკრაინისათვის იარაღის ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემაზე საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია.
კომენტარები