მას შემდეგ, რაც 9 წლის კვადენი ბეილსი თანაკლასელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, მისი ისტორია მთელმა მსოფლიომ გაიგო.
ბიჭს მხარდაჭერა, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, გამოუცხადა ავსტრალიის ეროვნული რაგბის ლიგამ და „ყველა ვარსკლავის“ მატჩზე, პატარა კვადენი მორაგბეებთან ერთად სტადიონზე გამოვიდა.
კვადენს ხელი ჩამოართმა თითოეულმა მორაგბებ, ტრიბუნაზე შეკრებილი საზოგადოება კი ბავშვს ოვაციებით შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ავსტრალიელი ქალის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც მისი შვილი, კვადენ ბეილსი ტირის და ამბობს, რომ სიცოცხლე აღარ უნდა, იმიტომ რომ მუდმივად ხდება სკოლაში ჩაგვრის მსხვერპლი.
Quaden leads out the Indigenous all stars #NRLAllStars3,6211:10 PM – Feb 22, 2020Twitter Ads info and privacy850 people are talking about this
კომენტარები