პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე:
“კი მესმის, რომ ათეისტებს სასაცილოდ არ ყოფნით, მაგრამ ჩემთვის და მილიონობით ჩემნაირისთვის ქრისტიანულ არა მხოლოდ რწმენას, რიტუალებსაც კი აქვს დიდი დატვირთვა.
ყოველი დილა სანთლის დანთებით და დილის ლოცვით მეწყება. ბავშვობიდან გამოყოლილი ჩვევაა ? კი ბატონო. საკმეველის სუნზე ჟრუანტელი, რომ გივლის და მშვიდდები ან ეკლესიაში ჩუმ გალობას რომ მოისმენ და სითბო ჩაგეღვრება სულსა და გულში, ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ბმაა? შეიძლება და ალბათ ასეც არის, მაგრამ რატომ უნდა მოვიკლო ეს სიამოვნება? იმიტომ, რომ ვიღაცამ, ვინც ამ სითბოს შეგრძნებას მოკლებულია ბნელი და იდიოტი არ დამიძახოს?
შაშვის გალობა ხომ გითბობთ სულს ? მზის პირველი სხივი მოწმენდილ ცაზე? ასეა ესეც. პატარა სითბოებისგან შედგება ეს ცხოვრება და არც ერთს არ დავიკლებ !
ბზაც მოვიტანე სახლში და მიხარია, რომ ვუყურებ. კულიჩებსაც ვიყიდი და ზედ სანთელსაც დავანთებ აღდგომაზე. წითელ კვერცხსაც გავტეხავ და თქვენ კიდევ, ისხედით თქვენს მშრალ და ლამაზი რიტუალებისაგან დაცლილ ათეიზმში”
კომენტარები