ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“შეიძლება თუ არა წარმატებული უწოდო C ჰეპატიტის პროგრამას, როცა 2020 წლის ბოლოსათვის უნდა ყოფილიყო ნამკურნალები 120 ათასი ადამიანი და დღეისათვის ეს რიცხვი მხოლოდ 58 ათასია?
შეიძლება თუ არა წარმატებული უწოდო პროგრამას, როცა იგი 5 წელიწადში უნდა დამთავრებულიყო და სავარაუდოდ 10 წელიწადი გაიწელება ( თუ კი დონორებმა ეს მოისურვეს და ამ დროში მაინც მოხერხდა მიზნის მიღწევა)?
ძალიან კარგია, რომ ათეულ ათასობით ადამიანმა დაამარცხა ეს ვერაგი სენი, მაგრამ შედეგი ხომ ორჯერ უკეთესი შეიძლება ყოფილიყო?
როცა გეძლევა უნიკალური შანსი და კოლოსალური რესურსები ( მილიარდები) და ვერ იყენებ მას ხელისუფლების უუნარობის გამო, ამაში ვხედავთ ჩვენ პრობლემას”
კომენტარები