სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები, ხანდაზმულთა სახლის ,,სახლი საზღვრებს გარეშე” დამფუძნებელი, ლუდა სალია, სოციალურ ქსელში, წერს:
დღეს დილით ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლს დაჭირდა სასწრაფოს გამოძახება და ცხინვალის სასწრაფო დახმარება პასუხობდა რა ხდება, ჩააბარეთ ხურვალეთი რუსებს??
კომენტარებში მას ეკითხებიან, ხომ ნამდვილად 112–ზე დარეკა და პასუხობს:
დიახ, რუსულად გპასუხოვენ და რომ ეკითხები რატომ მელაპარაკები რუსულადო, ცხინვალუს სასწრაფოში რეკავო, გვპასუხობს.
კომენტარებში წერენ, რომ მსგავსი მოხდა სოფელ ტახისძირშიც და იქაც, სასწრაფოს ნომერზე, ოკუპირებული ცხინვალიდან, რუსულ ენაზე უპასუხეს.
კომენტარები