როგორც უკვე ცნობილია, საგანმანათლებლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ 30 მარტიდან დაიწყო.
მიუხედავად ამისა გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად ეფექტურია სწავლა-სწავლების ეს ფორმები, თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სკოლებში სწავლა სექტემბრიდან განახლდება და აკადემიური წელი არ გამოცხადდება.
არის მოსწავლეების კატეგორია, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსწავლეები, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან, სემესტრის დახურვა არ ჩაეთვლებათ.
რა ხდება სინამდვილაში? ამასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა.
სამინისტროში ამბობენ, რომ ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებიან მათთვის ალტერნატიული გზა არსებობს – „ტელესკოლა“. (ტელესკოლა ბავშვებს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებად ეთვლებათ).
კომენტარები