მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. კლინიკის დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი “სერიოზულად არის ავად”.
“ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ. ჩვენ ტანკით გადაგვიარეს. არ შეიძლება ასე. ამიტომ მიშას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ნიკას მალე გამოსვლას. ძალიან სერიოზულად არის ავად. პრემიერს მინდა ვუთხრა, ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას ახლა თავის პრობლემები ეწყება ძალიან სერიოზული, ჯობია თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაიმხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ, მე მგონი, თუ კიდევ რაიმე აქვს ადამიანობის, გაუშვებენ,” – განაცხადა კიკაბიძემ.
“ჩაი დამალევინა, რამდენიმე ანეკდოტი მოვუყევი, მგონი, სასწრაფოდ წასაყვანია, თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენს თავზე დავიდეთ, მერე დედა შვილს ვერ აიყვანს. ადრე რომ ვიყავი ზელენსკისთან, იმან მესამე დღესვე გამოაგზავნა უფლებადამცველი. მე მინდა ვთხოვო ზელენსკის, თუ ტელეფონით დავუკავშირდი, რომ ოფიციალურადაც თქვას თავისი აზრი მიშას გადაყვანაზე. მინდა ვუთხრა ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ მიშას ავადმყოფობასა და ნიკას დაჭერასთან დაკავშრებით ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს.” – განაცხადა მომღერალმა.
კიკაბიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სააკაშვილს თავდებში ნებისმიერ დროს დაუდგება.
კომენტარები