სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შვილი მთიან ყარაბაღში საბრძოლველად გაემგზავრა. ამის შესახებ „სპუტნიკ არმენიას“ პრემიერის ცოლმა ანა აკოფიანმა აცნობა.
„მე მას ვუთხარი ჩაიცვი ფორმა და წადი. არაფერია იმაზე კეთილშობილური, ვიდრე სამშობლოსთვის სიცოცხლის შეწირვა“ – ამბობს ანა აკოფიანი.
მისი ინფორმაციით ამჟამად აშოტ ფაშინიანი საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფება.
მანამდე აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანის შვილი აშოტ ფაშინიანი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, მთიან ყარაბაღში საბრძოლველად გამგზავრებას არ აპირებს.
კომენტარები