გლდანის ციხეში პატიმარი სცემეს. 24 წლის მამაკაცს, ადვოკატის თქმით ჩალეწილი აქვს სახის ძვლები, დამწვრობა აქვს ტანზე, ასევე ტვინის შერყევა და დაბეჟილობები.
ნაცემი პატიმრის უფლებადამცველი ტვ პირველთან ამბობს:
რომ შემოუყვანეს ვერ ვიცანი. სახეზე არ ჰქონდა არცერთი ნაწილი, რომელიც დაზიანების გარეშე იყო. ზურგზე თეთრი არაფერი არ გააჩნდა, სულ დალურჯებულია. შემოვიდა დირექტორის მოადგილე, რომელმაც მითხრა, რომ პირები, რომლებმაც მიაყენეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, გადაიყვანეს კარცერში. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება ეს და ამას დაწესებულება გებულობს 4 დღის შემდეგ”. – ამბობს ადვოკატი.
კომენტარები