„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 10:30 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სტეფანწმინდა, დაბა, აჩხოტი, გარბანი და მიმდებარე სოფლებში.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: გლდანი, მამკოდა, ლელუბანი, ხიდაბუნები, ნადიკვრები და მიმდებარე სოფლებში; 12:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხრანი, ქსოვრისი, შაუმიანი, ბურიანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები