პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური გავრცელებულ აუდიო-ჩანაწერს ეხმაურება:
“რაც არ უნდა ამონტაჟონ, გაავრცელონ, “ნაც-ქოცურ” ჭაობში ჩართვას არ ვაპირებთ, როგორც აქამდე არ ჩავრთულვართ. გიული ალასანიას ამ ნალაპარაკევზე კომენტარის გაკეთება სერიოზული არ მგონია. არ ვიცოდი, რომ გიული ალასანიას სიტყვას ამხელა ფასი ჰქონდა “ქართული ოცნებისთვის”. ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ გიული ალასანიას იმაში ვეთანხმები, რომ გიორგი გახარია ნამდვილად მომავლის პოლიტიკოსია. ჩამოყალიბდნენ – “კოკაინშიკია” ეს გიორგი გახარია, ამერიკის აგენტია თუ რუსეთის აგენტია. რაც უნდათ და რამდენჯერაც უნდათ, გაავრცელონ. სამწუხაროდ, ამ ბინძურ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ მონაწილეობა მიიღო “რუსთავი 2”-მა, რომელმაც პირველმა გაავრცელა ის უდიდესი ტყუილი, რომ თითქოს გახარია სააკაშვილს ამერიკაში შეხვდა, რაც ვნახეთ, რომ ტყუილი იყო და ეს დადასტურდა. თუმცა, ეს ტყუილი ამ ტელევიზიამ დაიწყო და “იმედმა” განავრცო. ეს მათი ტრაგედიაა. რაც უნდათ, ის უქნიათ, რაც უნდათ, ის გაავრცელონ. ჩვენი პარტია “ნაც-ქოცურ” ჭაობში ჩართვას არ აპირებს“
“რუსებს უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა, მაგრამ…” – რა აუდიოჩანაწერს აქვეყნებს რუსთავი2
კომენტარები