ქართულ ოცნებას“ სიტყვა არ დაეჯერება,- ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მარგველაშვილი გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა და „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებთანაც 2012 წლამდე იბრძოდა, გუნდის დატოვებისკენ მოუწოდა.
„ყველა პოლიტიკოსი ვისაც სჯერა, რომ საქართველოს აქვს მომავალი რუსეთის გუბერნიის მიღმა, დღეს უნდა გაერთიანდეს ამ არჩევანის დასაცავად. „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არც დაეჯერება არც დაპირება და ვერანაირად ვერ გაიგებ, რა შეიძლება გააკეთოს. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა უმძაფრეს კრიტიკაზე, რომ ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ტვინაბნეული ადამიანები.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბუნებაში არ იყო ჩვენ, რომ ამერიკა გვეხმარებოდა და მხარში გვედგა. ამერიკული პოლიტიკური სპექტრი არ არის ისე გაერთიანებული, როგორც საქართველოს მხარდაჭერაზე. „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ შიგნით არ არიან ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური ან რამე უნარი ჰქონდეთ, რომ რაიმე განსჭვრიტონ, ან მათი დაიჯერებოდეს. შეიძლება, იქ კიდევ არიან ადამიანები, რომლებთანაც 2012 წლამდე დემოკრატიისთვის ვიბრძოდით. აუცილებლად ჩამოშორდით ამ საქმეს, არ გჭირდებათ ამაში მონაწილეობა, არ გჭირდებათ რაღაც სოფლის დიქტატურის გაფორმებაში მონაწილეობა“
კომენტარები