აჭარის მკვიდრი, მაია სურმანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მთელი ზაფხული რომ ზედახორად აჯდა ხალხი ერთმანეთს ტრანსპორტში და კაციშვილი მომკითხავი არ იყო, ჩამოსულებს რომ პირბადე აფარებული კი არა, ჯიბეშიც არ ედოთ და შენიშვნაზე გვიბღვერდნენ -ეს აქ ხართ მასე, ჩვენ არც ჩვენთან არ ვიკეთებთოო, ახლა საზ. ტრანსპორტის აკრძალვა და ხალხის ასე გაწვალება რა პრინციპია?
თუ მართლა დაიხოცონ შიმშილით?
ბანკების გადახდებზე ისედაც დაბანილი აქვთ ხელპირი კი არადა ტანფეხი.
დააბრუნეთ სამარშრუტო მანქანები და მუნიციპალური ტრანსპორტი დააყენეთ რამდენ ხანსაც გინდათ. ხელფასებს მაინც კი უხდით მძღოლებს.
#აჭარისმთავრობა# აუუუ“
კომენტარები