მწერალი, “ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი, მერაბ შათირიშვილი:
“აი, რა შედეგები გამოიღო ე. წ. კოაბიტაციამ, გგონიათ ნაციონალური მოძრაობა დამდეგ არჩევნებს, ან რომელიმე პოლიტიკურ პროცესს ცნობს?.. ქვა ქვაზე არ დარჩენილას პრინციპით მოქმედებენ და მხოლოდ მაშინ დაიცხრობენ ვნებას, თუკი ხელისუფლებას მოაჯდებიან… ეს დახრჩობას გადარჩენილი ძალა გადამჩენელ “მაშველს” ისეთი გააფრებული ფართხალით მოსჭიდებია, პოლიტიკურ მორევში ჩათრევას უპირებს, თუმცა ჩათრეულიც ჰყავს უკვე და ამ პოლარიზაციისგან ხსნა და საშველი აღარ ჩანს…
ეს ყველაფერი იმდენად მომაბეზრებელი გახდა, იძულებული ხარ იფიქრო, კოაბიტირებულო ძალებო, ჩაყვინთეთ ბარემ საბოლოოდ სიღრმეში და გაქრით, დაიღალა ხალხი თქვენი ფართხაფურთხის ცქერით!..”
კომენტარები