თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, შელაპარაკების ნიადაგზე, ქმარმა ცოლს ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა, რასაც 58 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსთავი2-ის ცნობით, ჟონეთის ქუჩაზე 65 წლის ზაქრო ვარდიაშვილმა მეუღლეს ჩაქუჩი ჩაარტყა. ფაქტს მათი შვილი შეესწრო, რომელმაც პოლიციას და სასწრაფოს თავად შეატყობინა მომხდარის შესახებ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ცხელ კვალზე დააკავეს. მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები