ჩაქვში, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ კონფერენციაზე მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის 8 კონტაქტი ქალაქ რუსთავს უკავშირდება. ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ამ ინფორმაციას რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში ადასტურებენ.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, რომელიც ჩაქვში სამედიცინო კონფერენციაზე იმყოფებოდა, რუსთავში, კლინიკა ,,ავერსში“ მუშაობდა.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირებული ექიმის ყველა კონტაქტი რუსთავში უკვე მოკვლეულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფება.
კომენტარები