ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“საზოგადოებრივი ავტორიტეტი რა ჩამორჩენილობააო,
განვითარებულ საზოგადოებას არ ეკადრებაო…
ეგებ ეგრეცაა, მაგრამ დღეს ერთი კაცი არ არის წამლად საქართველოში, ვისაც ექნება ლეგიტიმაცია და ქართველი საზოგადოების სახელით სიტყვას იტყვის, რათა ლაჩარ, უთავმოყვარეო ბრბოდ არ წარმოვჩნდეთ მსოფლიოს თვალში – რომელიც შიშისგან კანკალებს მორიგ ჭიტლაყს გვითავაზებს პუტინი, თუ გუშინდელივით გადმოგვხედავს მოწყალე ბატონის თვალით!
ილიას უპასუხია მტრისთვის თავის დროზე.
დიმიტრი ყიფიანმა უთხრა საკადრისი მტერს.
დავით კლდიაშვილს დაუცავს საქართველოს ღირსება. ასტაფიევს უპასუხა კიტა ბუაჩიძემ…
ახლა?! ჩარჩის და მეშჩანის ინსტიქტებია დღეს ჩვენი სახე! ოღონდ ნუ მეტყვით – “აბა რა ვქნათ, თავი შევაკლათ?!” მშვენივრად ხვდებით რასაც ვგულისხმობ….”
კომენტარები