მღვდელი გელასი აროშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ტაქსტაძარი
დღეს ტაქსით ვიმგზავრე. ჩაჯდომისთანავე მივხვდი, რომ კლასიკურ მორწმუნესთან მქონდა საქმე. დამახასიათებელი ლექსიკა, საეკლესიო ჟარგონი, მრევლური სუბკულტურა, ისტერიული პირჯვრისწერა და ა.შ. ჩართო რადიო, ოდნავ კრიტიკული საუბარია რუსეთთან ავიამიმოსვლაზე, – ”უხ, თქვენი დედა(ბოლომდე) მუშტებს უღერებს რადიოს, ”ცეესკოს” თავჯდომარის დანიშვნაზე, – ”უხ, თქვენი დედა…”, ზელინსკის ვიზიტზე დიდ ბრიტანეთში, – ”უხ, შენი დედა…”, ბიძინას ახსენებენ, – ”უხ, თქვენი უმადური დედა…”‘ და ა.შ. თან მე მიყურებს ჩემგან ცხადია მისამღერს ელოდება და აშკარად უკვირს, რომ ვაიგნორებ. ბოლოს მიხვდა, რომ ის რადიო არ ჩართო, და სხვა არხზე გადადის, იქაც იგივე თემებია, – ”უხ თქვენი დედები…!”, ამასობაში მივედით, ჩამოვდივარ და მადლობასაც არ ვუხდი, თან ვფიქრობ – ნეტა მეც ხომ არ შემაგინებს. ალბათ არა, სუბკულტურა მაინც თავის სიტყვას იტყვის…”
კომენტარები