ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ზუსტად 32 წლის წინ ბუქარესტში დაიწყო მოვლენები, რომელიც ისტორიაში რუმინეთის ანტიკომუნისტური რევოლუციის სახელით შევიდა.
რუმინელი ხალხი სხვა აღმოსავლეთ ევროპელი ერების მსგავსად დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით გამოვიდა ქუჩებში.
თუმცა, ქვეყნის კომუნისტი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა.
მან ძალის დემონსტრირების მიზნით ასიათასობით “მომხრე” შეყარა დედაქალაქში, მაგრამ ბედის ირონიით იგი ამავე ხალხმა დაამხო.
თუმცა, მანამდე ჩაუშესკუმ ცეცხლი გაუხსნა საპროტესტოდ გამოსულ საკუთარ მოსახლეობას, რასაც 1100-ზე მეტი რუმინელის სიცოცხლე შეეწირა.
ხალხის შურისძიებაც სასტიკი აღმოჩნდა – ჩაუშესკუ რამდენიმე დღეში დახვრიტეს.
რუმინელებმა მართალია სისხლით, მაგრამ მაინც მოიპოვეს ნანატრი თავისუფლება.
მოგვიანებით რუმინეთი ნატოსა და ევროკავშირშიც გაწევრიანდა.”
კომენტარები