„ქვეყნისთვის პრიორიტეტი ამ ეტაპზე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებაა“ -ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა. ის მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის გადაზღვევასა და კომუნალურების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქეებისთვის და შემდეგ ბიზნესისთვის.
„ბიზნესისთვის სესხების გადაზღვევა რამდენად შეღავათს მოგვცემს ვერ გეტყვით. რასაც შეძლებს სახელმწიფო, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უნდა გააკეთოს და შემდეგ ბიზნესისთვის.
უპრეცედენტო და კრიტიკული სიტუაციაა, არამარტო ბიზნესისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გადავეწყოთ პირველადი მოთხოვნილებების პროდუქტებზე, როგორიც არის კვების პროდუქტები, სოფლის მეურნეობა. ასობით ათასი კვადრატული მეტრი დაუმუშავებელია, სასურველია რომ ყველა საშუალება იქნება ეს ჯარი, პოლიცია, ჩაერთოს და არ დარჩეს არცერთი გოჯი მიწა დაუმუშავებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს არის პრიორიტეტი.
რაც შეეხება, შეღავათებს კომუნალურების ნაწილში, სახელმწიფოს კრიტიკა არ მიმაჩნია სერიოზულად, ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ ქვეყნის გადასარჩენი საქმე, უნდა შეუმსუბუქდეს ნებისმიერ მოქალაქეს ცხოვრება. სახელმწიფოს გადაწყვეტილებას უნდა მივესალმოთ და მხარი დავუჭიროთ. კრიტიკის დრო არ არის“
კომენტარები