ჩეჩნეთში ჰელოუინზე სამი ქალი დააკავეს, მათ “ბრალად” “კუდიანობა” ედებათ, ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტში რუკა, ტაროს კარტი და მაგიური ქვები აჩვენა.
ტელევიზია გროზნის ცნობით, დაკავებულებს ორი კვირის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ფარული ჩანაწერების მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი ირწმუნება, რომ ტუბერკულოზის განკურნება შეუძლია, მეორეს კი – მომავლის წინასწარმეტყველება. ბრალდების მიხედვით, ისინი 40 000-მდე რუბლს იღებდნენ მოქალაქეებისგან.
დაკავებულთა თქმით, ისინი სამკურნალოდ ბუნებრივ საშუალებებს იყენებდნენ და არა ოკულტიზმს. ჩეჩნეთის ისლამური მედიცინის ცენტრის მთავარი ექიმის თქმით კი ქალები რუსეთის ფედერაციისა და ისლამურ კანონს არღვევენ.
წყარო – ტაბულა
კომენტარები