ჩეჩნეთში, გროზნოს რაიონის სოფელ პეტროპავლოვსკაიაში უცნობმა პირებმა რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას ესროლეს. ჩეჩენი ოპოზიციონერების, რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული მოძრაობა NIYSO-ს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამი რუსი სამხედრო თანამშრომელი დაიღუპა. მოგვიანებით, თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სამთავრობო ტელეგრამ არხმა Mash-მა, თუმცა მათი ცნობით, დაღუპულია მხოლოდ ერთი და დაჭრილია ასევე ერთი პირი.
Mash-ის ცნობითვე, დაცხრილული „ურალის“ სატვირთო მანქანა ეკუთვნის ურუს-მარტანში განლაგებულ რუსეთის გვარდიის 46-ე ცალკეულ ოპერატიულ ბრიგადას.
აღსანიშნავია, რომ “როსგვარდიაზე” თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს და მათ დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
კომენტარები