ჩეხეთი უკრაინას “ცივი ზამთრის გადასალახად” ფინანსურად დაეხმარება და 8,5 მილიონ ევროს გამოუყოფს.
ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“ განაცხადა:
„რუსეთს სურს, დატოვოს უკრაინა სიბნელესა და სიცივეში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩეხეთი ახლა აწვდის გენერატორებსა და გამათბობლებს ხარკოვის რეგიონს, დნეპრს, კიევს, სკოლებსა და საავადმყოფოებს. ეს 5 მილიონი ევროს ღირებულებისაა. ადამიანებს ექნებათ სინათლე და სითბო გათიშვის დროს.”
კომენტარები