დროას ლიდერი ელენე ხოშტარია პრაიდის კვირეულზე ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს Facebook-ზე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს თქვა, რომ “კომპლექსური კონტექსტის გათვალისწინებით” თბილისი პრაიდს პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა უთხრან.
ელენე ხოშტარია:
“კონტექსტი”, რომელსაც კობახიძე და ნუ რეალურად ქართული ოცნება “გვთავაზობს”, ნიშნავს უმრავლესობის ძალადობის დაკანონებას, კანონის და თანაცხოვრების წესების არარსებობას, აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის საფრთხის შექმნას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, განაცხადს, რომ ჩვენი ცხოვრების წესებს არა კონსტიტუცია, არამედ ერთი ჯგუფი განსაზღვრავს, ვინც მთავრობა დაირქვა.
უმრავლესობა და უმცირესობა ცვალებადია. ხან ვინ და რა მოსაზრებები ხდება უმრავლესობის ხან ვინ.
ჩემ ბავშვობაში ბიჭს რომ შორტი ეცვა უმცირესობაში ხვდებოდა და ცემდენ. ვინც ცემდა ეხლა თავად აცვია შორტი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ვინ რას დააწესებს და რას აყვება უმრავლესობა აბსოლუტურად გაუთვლელია. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კონკრეტულ მოსაზრებაზე ძალადობენ, ყველა საფრთხეშია.
ღირსების მარშის გამართვამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.”
კომენტარები