საოპერო მომღერალი, თამარ ივერი, ჯორჯიან თაიმსთან, ამბობს:
“ყველაფერში მამაკაცებს ვამტყუნებთ… ჩემ გარშემო ოჯახშიც, ნათესაობაშიც ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ მამაკაცები ცოლებს მათი ენით გამოუყვანით წყობიდან – ესეთი შემთხვევებიც ბევრი ყოფილა, მაგრამ ვის აქვს უფლება ცოლისთვის ყელის გამოჭრის? მესმის, ყველაფერს ვითვალისწინებ, აფექტი, ღვინო, ის, ეს, მაგრამ არანაირი გამართლება არა აქვს, ქალზე ხელის აღმართვას. მესმის, რაღაცა იქ, გინება, ჩხუბი, არ მოგწონს? ნერვები აგიშალა ცოლმა? გაიჯახუნე კარები. შენ მიერ ბოძებული სიცოცხლე ხომ არ აქვს, სიცოცხლეს ასალმებ, ამას ვერანაირ გამართლებას ვერ მოვუძებნი.”
კომენტარები