ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:
,,სულ ვოცნებობ, უკეთესი იუმორი მქონდეს, ვიდრე მაქვს, მაგრამ იმდენი იუმორის გრძნობა კი მყოფნის, საყველაფროდამთავრებულის, მაშასადამე სოფლის ბრძენის პოზა არ ავირჩიო. ხოდა არც ეს სტატუსი ჩამითვალოთ ამგვარ “ჭკუისდამრიგებლურად”, უბრალოდ, ჩემ კოხტა აზრს მოგახსენებთ, ყველაფერი ვერა, მაგრამ მისწავლია რაღაც და ამიტომ მხოლოდ:
აზრი კი გახლავთ ეს:
ერთ განცხადებაში ორი მიზანი არ უნდა დაისახო.
მილიონი ხელმოწერა კი არა, ორ მილიონნახევარ ხელმოწერას მოაგროვებ ევროკავშირის წევრობაზე, თუ მეორე აბზაცად არ შეაკვეხებ – “ოპოზიციას მოგვეცით სადავეები”.
არ გიმუშავიათ საკმარისად კარგად, რომ ბევრმა ხალხმა აღიქვას, ვინაა “პროდასავლური ოპოზიცია”. ისევ ჩაირთვება ნაცმოძ-ფობია და ისევე დაიკარგება ხელმოწერები, როგორც აქციებზე ხდება.
არც ისაა მკაფიო, ვის აქვს პრეტენზია, მართოს ქვეყანა, სურათი უნდა არსებობდეს აღსაქმელი, კონკრეტულად რომელი პოლიტიკოსები თაობენ და რას თაობენ.
ხოდა რავიცი. ზეპარტიულ თემებს ჯერ ცალკე მიეცით ლეგიტიმაცია და საკუთარი თავები მერე შესთავაზეთ და თანაც არა ასე ზოგადად, არამედ დაკონკრეტებით, ვინ ვინ ხართ, ვის რა ტვირთის აწევა შეგიძლიათ.
დღეს არ არის ის სურათი, რაც ადრე იყო ხოლმე, როცა მთავრობის სიძულვილი ჰყოფნიდა ნებისმიერის არჩევას, რადგან საპირისპირო ძალაც ყოფილი მთავრობაა ძირითადად და მათი სიძულვილიც არანაკლებია, თუ მეტი არა.
კეთილი რჩევა მხოლოდ”
კომენტარები