ქართველი სოპრანო, თამარ ივერი, სოციალურ ქსელში, წერს:
“წეღან ბათუმის ბულვარში მივსეირნობდით ოჯახით, უცებ რაულიმ ბულვარის სკამზე დაინახა დადებული ახალთახალი, ვეებერთელა ზომის, ალბათ ერთ ერთი ბოლო მოდელის აიფონი. ვიღაცას დარჩენოდა. ერთი ორ კაცს ჰკითხა თქვენი ხომ არააო? არაო გაიკვირვეს. გადავწყვიტეთ რომ იმ სკამზე დავმჯდარიყავით და ადგილზე “გვედარაჯა” ტელეფონისთვის… იმ იმედით რომ პატრონს გაახსენდებოდა სადაც დარჩა და დაბრუნდებოდა. ჩვენი წასვლა იმას ნიშნავდა რომ სავარაუდოდ 1წუთში ის აორთქლდებოდა იმ ხალხმრავლობაში.
სადღაც 10 წუთში დარეკა ვიღაც გოგომ და რაულიმ უთხრა….მობილური დაკარგულია და მე მაქვსო
გოგო გაოცდა (ეტყობა პატრონის ვიღაცა იყო. ან მეუღლე ან მეგობარი) 2წუთში დარეკა ბიჭმა, რომელსაც ავუხსენით თუ სად ვიდექით. ალბათ აღარ ახსოვდა ზუსტად სად დარჩა. სადღაც 10წუთში მოვარდა და სახე ჰქონდა გაოგნებული.
ენა დაება, რაულის უთხრა: სიტყვები არ მყოფნის, არც კი ვიცი რა ვთქვა. კიდევ არსებულან ამქვეყნად ადამიანებიო. ამ ტერიტორიაზე ვმუშაობ. როცა გინდა, რამდენი ხანიც გინდა შეზლონგი, ქოლგა, ყველაფერი რაც გინდათ ჩემზე იყოს უფასოდო
მართლა კი გაუმართლა იმ ადამიანს. არ ვიცით რამდენად ვისარგებლებთ მისი გულწრფელი შემოთავაზებით, მაგრამ… პატიოსანი ადამიანები რომ მართლა არსებობენ და ჩვენი ოჯახიც ერთ ერთი მათთაგანია…ეს ფაქტია!! სიკეთის ფასი არაფერია….მით უმეტეს, თუ მისი კეთება შენვე გაბედნიერებს.
ისე, მეც მახსოვს, სტუდენტობისას სავსე საფულე დარჩა ერთ ჩემს კოლეგა ქალბატონს სასაუზმე დარბაზში.”ელვა”(ზმეიკა) ღია ჰქონდა საფულეს და ქვეყნის დოლარები ჩანდა იქედან. გავეკიდე და მივეცი.
აღარც ახსოვდა. მობრუნდა და…. უი, შენ რა ყოჩაღი გოგო ყოფილხარ. დიდი მადლობა, ეს შენ ჩემგანო და ……ერთ დოლარიანს (!) მჩუქნიდა
რაზეც თავაზიანი უარი ვუთხარი…. ასეთი “მადლიერი”ხალხიც შეგვხვედრია რას ვიზამთ. მას არანაირად არაფერი არ უნდა მოეცა. არც ველოდი მისგან არაფერს და ამიტომ მისი ეს ჟესტი ჩემთვის დამამცირებელი და მტკივნეული აღმოჩნდა, მაგრამ ყველა ცხოვრობს მისი ნამუსით, რაც მთავარია, მე ჩემს თავთან ვიყავი ბედნიერი”
კომენტარები