რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემი 5000 ფრენდიდან დაახლოებით 4000, ან მეტი, არის მილიონერი.
დიახ მილიონერი, ასე 25 დან 80 წლამდე.
თან ობოლი მილიონერი, სრულიად ობოლი მილიონერი. ხო, არა ჰყავთ პენსიონერი მშობლები, არ ჰყავთ ცოლი, დაქალებით, ანდა ქმარი, ძმაკაცებით. არ ჰყავთ შვილი და შვილიშვილი მასწავლებლებით, არ ყავთ არც მშიერი ნათესავები, არა ჰყავთ უმუშევარი და ულუკმაპუროდ დარჩენილი მეგობრები, და ცხოვრობენ მაღალი გალავანით გარშემორტყმულ უზარმაზარი ტერიტორიის შუაგულში აღმართულ სასახლეში, და მანქანით გადაადგილდებიან სახლის კარიდან აუზამდე, თუ გოლფის სათამაშო მოედნამდე, და უკან.
მიირთმევენ იმ საკვებს ინტერნეტით რომ შეუკვეთეს და კურიერს რომ მოაქვს, და ალაყაფთან უტოვებს. სახლში აქვთ რეზინის გასაბერი ქალი, ან კაცი, და თან ერთი კი არა, რამდენიმე, და აქვთ საკაბელო ტელევიზია, მაგრამ რამდენიმე არხით კი არა, მხოლოდ ერთით, საზოგადოებრივი მაუწყებელით.
ხო, მე 5000 -იდან ასეთი 4000 ფრენდი მყავს, ბედნიერი მილიონერი, ან..
ან უბრალო საშუალო სტატისტიკური 4000 ტიტიკო, ვინც კი ხვდება, რომ ყველას ერთიანად დარხეული აქვს, მაგრამ იმედი აქვს, რომ სწორედ ისაა, ის, ბედნიერი, ვისაც ყველაზე ბოლოს დაერხევა.”
კომენტარები