დღეს სახალხო პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა გიორგაძის და პარტიის ახალი ლიდერის სოსო გოგაშვილის თქმით, მათ ქვეყნის მასშტაბით 11 ოლქში ეყოლებათ კანდიდატები. მათი განცხადებით, მთ შემუშავებული აქვთ პროექტები, რასაც საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობენ აქტიური საარჩევნო კამპანიის პირობებში.
მამუკა გიორგაძე:
გვაქვს სურვილი აქტიური მონაწილეობა მივიღოთ მახინჯი საბჭოთა სისტემის დასრულებაში, გვაქვს სურვილი მონაწიელობა მივიღოთ, არსებული მახინჯი სისტემის შეცვლაში, სახალხო მმართელობით, სახელმწიფოებრივი ინსტიუტუტებით და ჯანსაღი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებით.
სოსო გოგაშვილი:
ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ეკონომიკური და სოციალური პროექტები, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს შეუმსუბუქებს იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის. ჩემ ყოფილ გუნდს მინდა ვურჩიო, მეტი პოზიტივი იქნება, თუ ერთად დავამარცხებთ ამ სისტემას, რომლის ტყვეობაშიც ისინი არიან, სამწუხაროდ და მივიღებთ იმ შედეგს, რომელიც მხოლოდ ჩვენ ხალხს და ჩვენ ქვეყანას არგებს.
კომენტარები