“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემს შვილს ესხმიან თავს – გავლენიანი დედის ნააზრევს იმეორებსო.
დედამ ორგანიზაცია აჩუქაო – კვოტის მხარდამჭერები ილანძღებიან.
ქალები. ქალს ესხმიან თავს განსხვავებული აზრისთვის და 23 წლის მანძილზე რაც გაუკეთებია, ყველაფერს მის მშობელს აწერენ. ყველა დამსახურებას ართმევენ – ძარცვავენ, ფიქრობენ რომ ჩემს შვილზე ბოღმის ფრქვევით ან მე, ამ ჩემს შვილს ოდნავ მაინც დაგვასუსტებენ და თავად ამაღლდებიან.
ქალია ჩემი შვილი. საფრანგეთში საშუალო განათლება მიიღო. (25 წლის, “მარტოხელა დედა” ვიყავი თავად, როცა 2000 წელს ევროპის საბჭოს კონკურსი მოვიგე, მუდმივი კონტრაქტი შემომთავაზეს და 3 წლის შვილთან და 12 წლის დასთან ერთად საფრანგეთში გადავსახლდი – თურმე ეს პრივილეგიაა და არა ჩემი დამსახურება).
შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შესულ უნივერსიტეტში ისწავლა ისტორია, პოლიტიკა და იდეოლოგიები (UCL). ახლა ჩივნინგის სტიპენდია მოიგო და LSE-ში მიდის (ესეც ათეულშია) – თემა ისევ პოლიტიკა LSE- მ შარშანაც მიიღო – უბრალოდ ამას 1 წლით საქართველოში ყოფნა მოუნდა.
ეს ჩემს უაზრო შვილს რაც შეეხება რომელსაც “ორგანიზაცია ვაჩუქე” – რა საზიზღარი სიტყვათა წყობაა ჯერ, სად გაიზარდნენ საერთოდ, გაუგებარია. ამ მიდგომით წარმატებას როგორ უნდა მიაღწიონ. ამ ჯიშის ხალხის პრობლემა ისაა, ისინი ვერც ქალთან და ვერც კაცთან გაუძლებენ კონკურენციას.
ვერ უძლებენ და ბოღმით სკდებიან. ეგრე გააგრძელეთ. მალე დაბერდებით.”
კომენტარები